ელექტროავტომობილების მწარმოებელი უმსხვილესი ჩინური კომპანია თურქეთთან ერთი მილიარდი დოლარის გარიგებას დათანხმდა
ელექტროავტომობილების მწარმოებელი უმსხვილესი ჩინური კომპანია თურქეთთან ერთი მილიარდი დოლარის გარიგებას დათანხმდა

ჩინეთის უმსხვილესი ელექტროავტომობილების მწარმოებელი კომპანია BYD-ი თურქეთში წარმოების ქარხნის შესაქმნელად ერთი მილიარდი დოლარის გარიგებას დათანხმდა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. წარმოება, სავარაუდოდ, 2026 წლის ბოლოსთვის დაიწყება.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს სტამბოლში გამართულ ღონისძიებაზე. ცერემონიას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და BYD-ის აღმასრულებელი დირექტორი ვანგ ჩუანფუ ესწრებოდნენ.

გასულ კვირას ევროკავშირმა ჩინური გავლენებისგან ბლოკის ავტოინდუსტრიის დასაცავად ჩინურ ელექტრომობილებზე ტარიფები გაზარდა. თურქეთის მთავრობამაც ქვეყნის ავტომწარმოებლების მხარდასაჭერად ჩინური მანქანების იმპორტზე დამატებით 40%-იანი ტარიფი დააწესა.