ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნებს დაიწყებენ

23:52, 02.08.2022

ჩინეთის არმია მაღალ სამხედრო მზადყოფნაშია და ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნებს დაიწყებს, – განცხადებას ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სამხედრო წვრთნები გულისხმობს ტაივანის ჩრდილოეთით, სამხრეთ დასავლეთით და სამხრეთ აღმოსავლეთით საჰაერო და საზღვაო წვრთნებს.

გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები ხუთშაბათს დაიწყება და კვირამდე გასტანს.

მსგავსი