ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ს ვითარების გართულების უფლებას არ მისცემენ
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ს ვითარების გართულების უფლებას არ მისცემენ

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ს ვითარების გართულების უფლებას არ მისცემენ. ამის შესახებ სამინისტროს სპიკერმა, ყოველთვიური ბრიფინგისას განაცხადა.

„ჩინეთი იმედოვნებს, რომ აშშ პრაქტიკულ ზომებს მიიღებს რათა ორი ქვეყნის სამხედრო ძალებს შორის უმაღლეს დონეზე ორმხრივი ურთიერთობისთვის პოზიტური ატმოსფერო შეიქმნას“, – განაცხადა სამინისტროს სპიკერმა, ვუ ციანმა.

ჩინეთს და აშშ-ს შორის ჩინეთის მიერ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამშენებლო სამუშაოებისა და სამხედრო აქტივობების გამო ურთიერთები კიდევ დაიძაბა. სამხედრო აქტივობებზე საპასუხოდ აშშ-მ 24 ჩინური კომპანია და რამდენიმე ინდივიდი შავ სიაში შეიყვანა.

დატოვე კომენტარი