ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი - თუ ვინმე ეცდება ჩინეთისგან ტაივანის ჩამოშორებას, არმია თავშეკავების გარეშე წავა ომში
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი - თუ ვინმე ეცდება ჩინეთისგან ტაივანის ჩამოშორებას, არმია თავშეკავების გარეშე წავა ომში

თუ ვინმე გაბედავს და ეცდება ჩინეთისგან ტაივანის ჩამოშორებას, ჩინეთის არმია თავშეკავების გარეშე წავა ომში, – ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ვუ ციანმა განაცხადა.

„ჩვენ, მტკიცედ უნდა აღვნიშნოთ, რომ ტაივანის დამოუკიდებლობის პროცესში მონაწილეობა ჩიხია. თუ ვინმე გაბედავს და ეცდება ჩინეთისგან ტაივანის ჩამოშორებას, ჩინეთის არმია თავშეკავების გარეშე წავა ომში, რომ დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი, ერთობა და ტერიტორიული მთლიანობა“, – აღნიშნა ჩინეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ტაივანთან დაკავშირებული საკითხები სულ უფრო მწვავდება და ტაივანის დამოუკიდებლობის სეპარატისტული ძალები ტაივანის სრუტეში მშვიდობის და სტაბილურობის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტაივანისთვის 2.2 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვას მხარი დაუჭირა. გადაწვეტილებას პეკინი ეწინააღმდეგება.