ჩინეთის თავდაცვის მინისტრი - თუ ვინმე ტაივანის ჩინეთისგან გამოყოფას შეეცდება, პეკინი შეიარაღებულ ძალებს გამოიყენებს
თუ ვინმე ჩინეთისგან ტაივანის გამოყოფას შეეცდება, პეკინი შეიარაღებულ ძალებს გამოიყენებს, – ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ვეი ფენგეს თქმით, უთანხმოების მიუხედავად, ჩინეთი მტკიცედ იცავს მშვიდობის ვალდებულებას და არ ჩაებმება შეიარაღების შეჯიბრში ან სამხედრო ექსპანსიაში.
„ჩინეთის სამხედრო სფერო მოწოდებულია მშვიდობიანი განვითარებისკენ. ჩინეთში გვიყვარს და ვაფასებთ მშვიდობას, სწორედ ესაა ჩვენი მთავრობის პოლიტიკა. ჩინეთი არასდროს გახდება სამხედრო საფრთხე სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენი განვითარების დონის მიუხედავად, არ მივისწრაფით ჰეგემონიისკენ“, – აღნიშნა ჩინეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
ჩინეთი ტაივანის დამოუკიდებლობას არ აღიარებს და განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. თავის მხრივ, ტაივანი ჩინეთის ცენტრალურ ხელისუფლებას არ აღიარებს.