ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში წყალდიდობის გამო, 100 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში მასშტაბური წყალდიდობის გამო, 100 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
სტიქიის შედეგად წყლის დონემ მოიმატა და ბუდას გიგანტურ ქანდაკებამდე მიაღწია.
71 მეტრის სიმაღლის ქანდაკება, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, კლდისგან ჩვ.წ. აღ-ის მე-8 საუკუნეშია შექმნილი.
ქანდაკებას ყოველწლიურად ბევრი ტურისტი სტუმრობს და მდ. იანძიზე საკრუიზო ტურებიც ხშირად იმართება. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, წყლის დონის მატების გამო, ქანდაკების ტერიტორიიდან 200-მდე ტურისტი გაიყვანეს.
სიჩუანის პროვინციაში ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობაა.