ჩინეთის სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ კანადელ ბიზნესმენს 11 წელით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ჩინეთის სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ კანადელ ბიზნესმენს 11 წელით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ჩინეთის სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ კანადელ ბიზნესმენს 11 წელით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მაიკლ სპავორი ჩინელმა სამართალდამცველებმა 2018 წელს დააკავეს ყოფილ დიპლომატთან, მაიკლ კოვრიგთან ერთად. 2020 წლის ივნისში ორივე დაკავებულს ბრალი ჯაშუშობის ბრალდებით წაუყენეს, სასამართლო პროცესი კი 2021 წლის მარტში დაიწყო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით სპავორს ბრალი ჯაშუშობაში და სახელმწიფო საიდუმლოების გაცემაში ედება და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 50 ათასი იუანის (7 715 აშშ დოლარი) ღირებულების პირადი ქონების კონფისკაცია და დეპორტაცია მიესაჯა.

სასამართლო გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული, თუ როდის მოხდება სპავორის დეპორტაცია, თუმცა, როგორც წესი, ჩინეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაციას სასჯელის მოხდის შემდეგ ახორციელებს. კანადის მოქალაქეების დაკავებამდე, კანადის პროვინციის ბრიტანეთის კოლუმბიის სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა კომპანია „ჰიუავეი თექნოლოჯის“ ფინანსური დირექტორი, მენ ვანჟოუ, რომელიც შემდეგ აშშ-ის მოთხოვნით ქალაქ ვანკუვერში დააპატიმრეს.

ექსპერტთა შეფასებით, სპავორის და კორვიგის დაკავება არის პეკინის მხრიდან ოტავაზე ზეწოლის განხორციელების მცდელობა ვანჟოუს საქმესთან დაკავშირებით. ჩინეთის სასამრთლოს გადაწყვეტილებას კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ მიუღებელი და შეუსაბამო უწოდა. კანადის პრემიერმა ხაზი გაუსვა სამართლებრივი პროცედურების გამჭირვალობის ნაკლებობას და განაცხადა, რომ სასამართლო პროცესი არ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სამართლის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი.