„ბიბისი“ – პოლონეთში სარაკეტო აფეთქების შემდეგ, ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი სიმშვიდისა და თავშეკავებულობის მოწოდებით გამოდის

13:42, 16.11.2022

პოლონეთში სარაკეტო აფეთქების შემდეგ, ჩინეთი სიტუაციის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად სიმშვიდისა და თავშეკავებულობის მოწოდებით გამოდის, – „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინგმა განაცხადა.

„ამჟამინდელ მდგომარეობაში ყველა შესაბამისმა მხარემ უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და გამოავლინოს თავშეკავებულობა სიტუაციის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

 

მსგავსი