ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი - ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით სატარიფო და სავაჭრო ომებს, ვეწინააღმდეგებოდით ტარიფების გამოყენებას, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტს
ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით სატარიფო და სავაჭრო ომებს, ვეწინააღმდეგებოდით ტარიფების გამოყენებას, როგორც იძულებისა და ზეწოლის ინსტრუმენტს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა განაცხადა.
ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, თვითნებურად ტარიფების დაწესება არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის.
მაო ნინის განცხადებით, ჩინეთმა არაერთხელ განმარტა თავისი პოზიცია, რომ სავაჭრო და სატარიფო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ და რომ პროტექციონიზმი არსად მიდის.
პეკინში აცხადებენ, რო პროტექციონისტული პოლიტიკა არა მხოლოდ კონტრპროდუქტიულია, არამედ ეწინააღმდეგება ეკონომიკური ინტეგრაციის გლობალურ ტენდენციას.
6-7 ივლისს ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში გამართულ „ბრიქსის“ მე-17 სამიტზე მიღებულ იქნა რიო დე ჟანეიროს დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ უარვყოფთ ცალმხრივ, სადამსჯელო და დისკრიმინაციულ პროტექციონისტულ ზომებს, რომლებიც არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს. ჩვენ ასევე ვეწინააღმდეგებით ცალმხრივ პროტექციონისტულ ზომებს, რომლებიც განზრახ არღვევენ მიწოდებისა და წარმოების გლობალურ ჯაჭვებს და ამახინჯებენ კონკურენციას“.