ჩინეთის საგარეო უწყების ცნობით, ვანგ იმ სერგეი ლავროვს განუცხადა, რომ ჩინეთი შეინარჩუნებს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ჩინეთი შეინარჩუნებს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით, რადგან ქვეყანა ცდილობს საკითხის პოლიტიკურად მოგვარების გზების პოვნას. „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ საუბარია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, სადაც წერია, რომ ჩინეთი იქნება „ობიექტური და რაციონალური ხმა“ ნებისმიერ საერთაშორისო მრავალმხრივ ფორუმზე და აქტიურად შეუწყობს ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებები უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ დაეხმარა „საერთაშორისო კონსენსუსის კონსოლიდაციას“.
საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებში 40-ზე მეტი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, ჩინეთი, ინდოეთი და აშშ. პეკინმა უარი თქვა მოსკოვის დაგმობაზე უკრაინაში შეჭრის გამო, თუმცა მონაწილეებს საკუთარი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა.