ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ეწინააღმდეგებიან ირანის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ დარღვევას
ჩინეთი ეწინააღმდეგება ირანის სუვერენიტეტის დარღვევას. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთი ძალიან შეშფოთებულია იმ მძიმე შედეგებით, რაც ისრაელის ირანზე თავდასხმამ შეიძლება გამოიწვიოს.
„ჩინეთი ეწინააღმდეგება ირანის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ დარღვევას. ასევე ეწინააღმდეგება ქმედებებს, რომლებიც დაძაბულობას, ესკალაციას ან კონფლიქტის გაფართოებას იწვევს. რეგიონში დაძაბულობის გამწვავება არავის ინტერესებში არ შედის. ჩინეთი მოუწოდებს ყველა შესაბამის მხარეს, მეტი გააკეთონ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისა და სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ჩინეთი მზადაა, კონსტრუქციული როლი შეასრულოს სიტუაციის დეესკალაციაში“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა.