ჩინეთის საგარეო უწყება – უკრაინის კრიზისის მოგვარების ერთადერთ სიცოცხლისუნარიან გზად დიალოგი და მოლაპარაკება რჩება, იძულება, ზეწოლა ვერანაირ პრობლემას ვერ გადაჭრის

13:45, 23.10.2025

უკრაინის კრიზისის მოგვარების ერთადერთ სიცოცხლისუნარიან გზად დიალოგი და მოლაპარაკება რჩება, – ამის შესახებ ჩინეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გუო ძიაკუნმა განაცხადა.

მისივე თქმით, იძულება და ზეწოლა ვერანაირ პრობლემას ვერ გადაჭრის.

„ჩინეთი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა ცალმხრივ სანქციებს, რომლებსაც არ აქვს საერთაშორისო სამართლის იურიდიული საფუძველი და გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მხრიდან ავტორიზაცია“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

 

მსგავსი