ჩინეთის საგარეო უწყება - ჩინეთი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა აშშ-სა და ტაივანს შორის ოფიციალური ურთიერთობის ნებისმიერ ფორმას, კონგრესმენებმა უნდა დაიცვან „ერთი ჩინეთის“ პრინციპი
ჩინეთის საგარეო უწყება - ჩინეთი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა აშშ-სა და ტაივანს შორის ოფიციალური ურთიერთობის ნებისმიერ ფორმას, კონგრესმენებმა უნდა დაიცვან „ერთი ჩინეთის“ პრინციპი

ჩინეთმა შეშფოთება გამოთქვა აშშ-ში ტაივანის დე ფაქტო ელჩის და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის შეხვედრის გამო, – ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია და ტაივანი ჩინეთის განუყოფელი ნაწილია.

„ჩინეთი ყოველთვის მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა შეერთებულ შტატებსა და ტაივანს შორის ოფიციალური ურთიერთობის ნებისმიერ ფორმას. აშშ-ის კონგრესმენებმა სერიოზულად უნდა დაიცვან „ერთი ჩინეთის“ პრინციპი და ჩინეთ-ამერიკის სამი ერთობლივი კომუნიკეს დებულებები, გონივრულად და სათანადოდ მოეკიდონ ტაივანთან დაკავშირებულ საკითხებს. შეწყვიტეთ ოფიციალური ურთიერთობები, შეწყვიტეთ ტაივანის დამოუკიდებლობის სეპარატისტული ძალებისთვის არასწორი სიგნალების გაგზავნა და თავი შეიკავეთ ტაივანის არჩევნებში რაიმე ფორმით ჩარევისგან. „დემოკრატიული პროგრესული პარტიის“ წარმომადგენლების მცდელობა, დაეყრდნონ უცხოელებს დამოუკიდებლობისთვის, განწირულია მარცხისთვის“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა.