ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყება არავის სურს
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყება არავის სურს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყება არავის სურს.

როგორც „სიენენი“ წერს, ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერი გამოეხმაურა სერგეი ლავროვის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ბირთვული ომის საფრთხე რეალური და სერიოზულია.

ვანგ ვენბინმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები შეინარჩუნებენ სიმშვიდეს და გამოავლენენ თავშეკავებას, რათა რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა და ევროპამ და მთელმა მსოფლიომ თავიდან აირიდოს მაღალი საფასურის გადახდა.

„ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, როგორ გაიზარდა ევროპაში გეოპოლიტიკური კონფლიქტების მორევი, ცივი ომის დასრულებიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ“, – განაცხადა ვანგ ვენბინმა.

დატოვე კომენტარი