ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-მა სავიზო რეგულაციებში დისკრიმინაციული ცვლილები შეიტანა – „პეკინი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს“
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-მა სავიზო რეგულაციებში დისკრიმინაციული ცვლილები შეიტანა.
როგორც უწყების პრესსპიკერმა, ლინ ცზიანმა განაცხადა, პეკინი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს.
ამასთან, სპიკერი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, გააუქმოს ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვთაც, მედიის წარმომადგენლებისთვის ვიზის მოქმედების ვადა 240-დღემდე შემცირდება, ხოლო ჩინეთის მოქალაქეებისთვის – 90 დღემდე.
ცნობისთვის, აშშ უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის სავიზო რეგულაციებს ცვლის. ახალი დადგენილების თანახმად, სტუდენტური და გაცვლითი პროგრამების ვიზების მოქმედების ვადა ოთხ წელს არ გადააჭარბებს. მედიის წარმომადგენლებისთვის კი ვიზის მოქმედების ვადა, რომელიც ამჟამად, წლებია, მოქმედებს, 240-დღემდე შემცირდება, ხოლო ჩინეთის მოქალაქეებისთვის – 90 დღემდე. ახალი წესების თანახმად, აშშ-ში დარჩენის მსურველებმა, რომელთაც ვიზის მოქმედების ვადა ეწურებათ, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს უნდა მიმართონ ან ქვეყანა დატოვონ და აშშ-ში ხელახლა შევიდნენ.