ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მოვუწოდებთ აშშ-ს, დაიცვას საერთაშორისო სამართალი და შეწყვიტოს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დარღვევა
აშშ-ის ჰეგემონიური ქმედებები სერიოზულად არღვევს საერთაშორისო სამართალს და ვენესუელის სუვერენიტეტს, – ამის შესახებ აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გავრცელებული ცნობით, ჩინეთი ღრმად შოკირებულია და მკაცრად გმობს აშშ-ის მიერ ძალის აშკარა გამოყენებას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ და მისი პრეზიდენტის წინააღმდეგ ქმედებას.
ჩინეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, აშშ-ის ქმედება საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის რეგიონში, რასაც ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
„მოვუწოდებთ აშშ-ს, დაიცვას საერთაშორისო სამართალი, გაერო-ს წესდების მიზნები და პრინციპები, შეწყვიტოს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დარღვევა“, – აღნიშნულია განაცხადებაში.