ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სულ უფრო აღმაშფოთებელი ხდება
დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები სულ უფრო „აღმაშფოთებელია“, – „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლე იუჩენმა განაცხადა.
ლე იუჩენის თქმით, იგი აღიარებს მოსკოვის თვალსაზრისს ნატო-ს შესახებ, ის ამბობს, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს და ისეთი ბირთვული ძალა, როგორიც რუსეთია, „კუთხეში არ უნდა მიიმწყვდიოს“.
„რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სულ უფრო და უფრო აღმაშფოთებელი ხდება“, – განაცხადა ლე იუჩენმა პეკინში უსაფრთხოების ფორუმზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეებს საზღვარგარეთ აქტივებს „უმიზეზოდ“ ართმევენ.
„ისტორიამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ სანქციები პრობლემებს ვერ გადაჭრის. სანქციები მხოლოდ ზიანს აყენებს უბრალოდ ადამიანებს, გავლენას მოახდენს მხოლოდ ეკონომიკურ და ფინანსურ სისტემაზე და გლობალურ ეკონომიკას გააუარესებს“, – განაცხადა ჩინელმა მაღალჩინოსანმა.