ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „თალიბანის“ პოლიტიკურ ხელმძღვანელს შეხვდა​
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „თალიბანის“ პოლიტიკურ ხელმძღვანელს შეხვდა​

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი „თალიბანის“ პოლიტიკურ ხელმძღვანელს მულა აბდულ ღანი ბარადარს შეხვდა. ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „თალიბანი“, როგორც ავღანეთის კრიტიკული სამხედრო და პოლიტიკური ძალა, სავარაუდოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ავღანეთის მშვიდობის, შერიგებისა და რეკონსტრუქციის პროცესში.

ვან იმ „თალიბანს“ მოუწოდა, პირველ ადგილას ავღანეთის ეროვნული ინტერესები დააყენოს, შექმნას პოზიტიური იმიჯი და მიიღოს ინკლუზიური პოლიტიკა.

ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს და ნატო-ს მიერ ავღანეთიდან ძალების მოულოდნელი გაყვანა ნიშნავს ვაშინგტონის ავღანური პოლიტიკის მარცხს და ავღანელებს ახლა საკუთარი ქვეყნის სტაბილიზაციის, განვითარებისათვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აქვთ. თავის მხრივ, ბარადარმა ჩინეთს ავღანელი ხალხის სანდო მეგობარი უწოდა და განსაკუთრებით ისაუბრა ჩინეთის სამართლიან, პოზიტიურ როლზე ავღანეთის მშვიდობისა და შერიგების პროცესში.

„თალიბანის“ პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა მოუწოდა ჩინეთს, მეტად ჩაერთოს ავღანეთის მშვიდობისა და რეკონსტრუქციის პროცესში და უფრო დიდი როლი შეასრულოს ქვეყნის მომავალ რეკონსტრუქციაში და ეკონომიკურ განვითარებაში.

დატოვე კომენტარი