ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დიდ ბრიტანეთს ეწვევა
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დიდ ბრიტანეთს ეწვევა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი რამდენიმე დღეში დიდ ბრიტანეთს ეწვევა. „როიტერის“ ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიტანელ კოლეგას, დევიდ ლამს შეხვდება.

გავრცელებული ინფორმაციით, განსახილველი საკითხები მოიცავს საერთაშორისო უსაფრთხოებას და უკრაინაში მიმდინარე ომს.

ლამი და ვანგ ი მონაწილეობას მიიღებენ დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს სტრატეგიული დიალოგის ფორუმში, რომელიც ბოლოს 2018 წელს ჩატარდა. ეს ფორუმი პანდემიის დროს შეჩერდა, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა ჩინეთის გარკვეული ინვესტიციები ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნია და შეზღუდა.