ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთს არ სურს სავაჭრო ომი აშშ-სთან, თუმცა დაიცავს საკუთარ ინტერესებს
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთს არ სურს სავაჭრო ომი აშშ-სთან, თუმცა დაიცავს საკუთარ ინტერესებს

ჩინეთს არ სურს სავაჭრო ომი აშშ-სთან, თუმცა დაიცავს საკუთარ ინტერესებს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

„ჩინეთს არ სურს იბრძოლოს სავაჭრო ომში აშშ-სთან, თუმცა რა თქმა უნდა, უმოქმედოდ ვერ ვიქნებით და ვერ ვუყურებთ, როგორ ადგება ზიანი ჩინეთის ინტერესებს“ – აცხადებს ზჟან იესუი.

პირველ მარტს დონალდ ტრამპმა ფოლადსა და ალუმინზე, 25 % და 10 %-იანი ტარიფების დაწესება დაანონსა.

აშშ-ის პრეზიდენტს ამერიკული ინდუსტრიის გამოცოცხლება სურს და აცხადებს, რომ ათწლეულების განმავლობაში ამერიკის მიმართ არასამართლიანი სავაჭრო გარიგებები მოქმედებდა.

დატოვე კომენტარი