ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის კრიზისის მოგვარების პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შედის
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის განცხადებით, უკრაინის კრიზისის მოგვარების პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შედის.
ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სატელეფონო საუბარი გამართა ბრაზილიის პრეზიდენტის მრჩეველთან, სელსო ამორიმთან.
საუბრის დროს განხილვის ერთ-ერთი თემა იყო უკრაინის ომი.
„რუსეთმა და უკრაინამ უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია. კრიზისის მოგვარების მიმდინარე პროცესი კრიტიკულ ეტაპზეა. ჩინეთსა და პაკისტანს შეუძლიათ, გააგრძელონ კომუნიკაციის შენარჩუნება და ერთად იმუშაონ, რათა ხელი შეუწყონ „მშვიდობის მეგობრების“ ჯგუფს და გლობალურ სამხრეთში შემდგომ კონსენსუსს მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის, სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ეს ხელს შეუწყობს კრიზისის პოლიტიკურ მოგვარებას“, – განაცხადა ვან იმ.