ჩინეთის საბაჟო სამსახური - ქვეყანაში მსოფლიო პანდემიის ფონზე ექსპორტის ბუმია
ჩინეთის საბაჟო სამსახური - ქვეყანაში მსოფლიო პანდემიის ფონზე ექსპორტის ბუმია

ჩინეთში მსოფლიო პანდემიის ფონზე ექსპორტის ბუმია, – ამის შესახებ განცხადება ჩინეთის საბაჟო სამსახურში გაავრცელეს. მათი ცნობით, ნოემბერში ჩინეთიდან ექსპორტის მოცულობა 21%-ით გაიზარდა. ამასთან, ქვეყანაში იმპორტი ნავარაუდევი 4,7%-ის ნაცვლად, 4,5%-ით გაიზარდა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ საგარეო ვაჭრობის საერთო მოცულობის 13,6%-იანი ზრდის ფონზე, ჩინეთის ეკონომიკა პროგნოზებთან შედარებით, უფრო სწრაფად აღდგება.

შეგახსენებთ, ზაფხულის შემდეგ ჩინეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ყოველდღიურად ჩინეთში ვირუსის ერთეული შემთხვევები აღირიცხება.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ეკონომიკის რეცესიას განიცდის, ჩინეთის ეკონომიკა იზრდება. პროგნოზების მიხედვით, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა წელს 2-დან -2,2%-მდე იქნება.

გერმანული გამოცემის ცნობით, მეოთხე კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა შესაძლოა, 5,5%-ით გაიზარდოს.

წარმოების სფეროში ჩინეთში ასევე დადებითი ტენდენიციები შეინიშნება. ნოემბერში დასაქმების დონე რეკორდულად გაიზარდა.