ჩინეთის ქარხანაში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
ჩინეთის ქარხანაში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დაშავებულებიდან ყველა პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ხუთ პირს ამ დრომდე ეძებენ. ტრაგიკული შემთხვევა ჰენანის პროვინციაში, ბუნებრივი აირის გადამამუშავებელ ქარხანაში მოხდა. აფეთქების შემდეგ შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

როიტერსის“ ცნობით, აფეთქება შენობის ძირითად ნაწილს არ შეხებია, სადაც სახიფათო ნივთიერებების საცავია. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სამი კილომეტრის რადიუსში არსებული შენობების მინები ჩაიმსხვრა.