ჩინეთის ქალაქ უხანში უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი აღდგა
ჩინეთის ქალაქ უხანში უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი აღდგა

ჩინეთის ქალაქ უხანში საშუალო და პროფესიული სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი აღდგა. მიმდინარე წლის დასაწყისში „კოვიდ-19“-ის ეპიდემია სწორედ უხანიდან გავრცელდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ქალაქ უხანის 94 საშუალო და 46 პროფესიულ სკოლაში 58 000-მდე მოსწავლე სწავლობს. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის პირველ რიგში 83 საშუალო და 38 პროფესიული სკოლა გაიხსნა. გაკვეთილის ჩატარებამდე, მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ჩაატარეს ეპიდემიის პროფილაქტიკური და საკონტროლო გადაუდებელი სწავლება.

უმცროსკლასელების სკოლებში დაბრუნების ვადები ჯერ გადაწყვეტილი არ არის.