ჩინეთის ქალაქ უხანის ყველა მცხოვრებს „კოვიდ-19“-ზე ტესტირება ჩაუტარდება
ჩინეთის ქალაქ უხანის ყველა მცხოვრებს „კოვიდ-19“-ზე ტესტირება ჩაუტარდება

ჩინეთის ქალაქ უხანში, საიდანაც „კოვიდ-19“ მსოფლიოში გავრცელდა ინფიცირების ახალი კლასტერი გაჩნდა.

ბიბისის“ ინფორმაციით, ქალაქში ბოლო ერთი თვის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა გასული რამდენიმე დღის განმავლობაში უხანში ინფიცირების ახალი შემთხვევები კვლავ დადასტურდა.

ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის თავიდან ასარიდებლად, ადგილობრივი მთავრობის ინიციატივით, „კოვიდ-19“-ზე ტესტირება უხანის თითოეულ მოქალაქეს ჩაუტარდება. უხანში სულ 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.