მედიის ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ სუჩჟოუში სასტუმროს შენობის ჩამონგრევის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა
მედიის ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ სუჩჟოუში სასტუმროს შენობის ჩამონგრევის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, ქალაქ სუჩჟოუში, სასტუმროს შენობის ჩამონგრევის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სამძებრო ოპერაციაში, რომელიც 36 საათი გრძელდებოდა, 650 ადამიანი მონაწილეობდა. მაშველებმა ნანგრევებში 23 ადამიანი იპოვეს, მათგან ექვსი ცოცხალია.

„როიტერის“ ინფორმაციით, გადარჩენილების მდგომარეობა სტაბილურია. ჯერჯერობით, სასტუმროს შენობის ჩამონგრევის მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ნგრევის მიზეზი შენობის სტრუქტურის გადაკეთება გახდა, რა დროსაც უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.

დატოვე კომენტარი