ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა

10:19, 16.09.2021

ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა. დანგრეულია 35 სახლი.

გავრცელებული ინფორმაციით, 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:30 საათზე, მიწისქვეშ 40 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

სტიქიის გამო, უსაფრთხოების მიზნით, 7 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მსგავსი