ჩინეთის პროვინცია ანჰოის საავტომობილო გზაზე 30-მდე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა
ჩინეთის პროვინცია ანჰოის საავტომობილო გზაზე 30-მდე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

ჩინეთის პროვინცია ანჰოის საავტომობილო გზაზე 30-მდე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ძლიერი ნისლი გახდა.

შეჯახების შემდეგ 4 ავტომობილს ცეცხლი წაეკიდა და გზაზე ჩახერგილ მგზავრებს საფრთხე შეუქმნა.

მაშველებმა სახიფათო ტერიტორიიდან 17 ადამიანი გამოიყვანეს. ინციდენტის გამო, ჩქაროსნულ მაგისტრალზე 4 კილომეტრიანი საცობი წარმოიქმნა.