ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ჩინეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს ერთობლივად უნდა დაუჭირონ მხარი
ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ჩინეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს ერთობლივად უნდა დაუჭირონ მხარი

ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის ვირტუალურ რეჟიმში შეხვედრა გაიმართა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, სი ძინპინმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამმა ქვეყანამ უკრაინაში სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლა უნდა აღკვეთოს. ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, სამმა ქვეყანამ რუსეთს და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს ერთობლივად უნდა დაუჭიროს მხარი.

როგორც მედია წერს, უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩინეთი ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს. გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს კენჭისყრაზე, რომელმაც დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა, ჩინეთმა თავი შეიკავა.