ჩინეთის პრეზიდენტი საერთაშორისო მოგზაურობის აღსადგენად გლობალური მექანიზმის შექმნის ინიციატივით გამოდის
ჩინეთის პრეზიდენტი საერთაშორისო მოგზაურობის აღსადგენად გლობალური მექანიზმის შექმნის ინიციატივით გამოდის

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საერთაშორისო მოგზაურობის აღსადგენად გლობალური მექანიზმის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ჩვენ გვჭირდება პოლიტიკის ჰარმონიზაცია და „სწრაფი გზა“, რომელიც ადამიანების წესების დაცვით გაადაადგილებას შეუწყობს ხელს“ , – განაცხადა სი ძინპინმა.

ჩინეთის ლიდერის ინიციატივით, მოგზაურების ჯანმრთელობის სტატუსი ე.წ. QR-კოდებით უნდა გადამოწმდეს. ამის შესახებ სინ ძინპინმა დიდი ოცეულის სამიტზე განაცხადა. მან მექანიზმის მუშაობის პრინციპზე დეტალურად არ ისაუბრა, თუმცა იმედი აქვს, რომ მის წინადადებას ბევრი ქვეყანა შეუერთდება.

ე.წ. QR-კოდების წაკითხვა მობილური ტელეფონით არის შესაძლებელი. ამ სისტემას ჩინეთის მთავრობა კოვიდინფიცირებულთა გადაადგილების გასაკონტროლებლად ეპიდემიის აქტიური ფაზის დროს იყენებდა. უფლებადამცველები ამ წინადადებაში საფრთხეს ხედავენ. მათი თქით, ეს კოდები შესაძლოა, „მოქალაქეთა პოლიტიკური მონიტორინგის მექანიზმად იყოს გამოყენებული“.