ჩინეთის პრეზიდენტი – ჩინეთის გაყოფის ნებისმიერი მცდელობა მარცხისთვისაა განწირული

13:43, 20.03.2018

ჩინეთის გაყოფის ნებისმიერი მცდელობა და ხრიკი მარცხისთვისაა განწირული, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა.

სი ძინპინის თქმით, ჩინეთის პოლიტიკის დარღვევის მცდელობას ხალხი შეეწინააღმდეგება და ისტორია დასჯის.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ტაივანში სეპარატისტულ აქტივობებს მოსახლეობა მტკიცედ ეწინააღმდეგება და ავტონომიური რეგიონი კონტინენტურ ნაწილს მშვიდობიანად უნდა შეუერთდეს.

17 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა „ტაივანის მოგზაურობის აქტს“ მოაწერა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ისა და ტაივანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, კანონმდებლობა მიზნად ისახავს მოგზაურობის გაზრდას ყველა დონეზე. მათ შორის, როგორც ოფიციალური პირების, ასევე, ბიზნესმენების ორივე მხრიდან. ვაშინგტონის გადაწყვეტილებამ ჩინეთის ხელისუფლება გააღიზიანა.

მსგავსი