ჩინეთის პრეზიდენტი - ჩინეთი მოწოდებულია მშვიდობისკენ, მაგრამ თავისი ტერიტორიის არც ერთ ინჩს არ დათმობს
ჩინეთის პრეზიდენტი - ჩინეთი მოწოდებულია მშვიდობისკენ, მაგრამ თავისი ტერიტორიის არც ერთ ინჩს არ დათმობს

ჩინეთი მოწოდებულია მშვიდობისკენ და არ შექმნის ქაოსს, მაგრამ თავისი ტერიტორიის არც ერთ ინჩს არ დათმობს – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა პეკინში, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრის დროს განაცხადა.

აშშ-ის ურთიერთობებს ტაივანთან ჩინეთი კრიტიკულად აფასებს. პეკინი კუნძულს თავისი ტერიტორიის წმინდა ნაწილად განიხილავს. საზღვაო ძალების ყოფილი გენერალი, ჯეიმს მეტისი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პეკინის სამხედრო მანევრებს ინტენსიურად აკრიტიკებს.

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა უკან გაიწვია ჩინეთის მიწვევა მრავალეროვნულ სამხედრო-საზღვაო წვრთნებზე, რომელიც პეკინში მეტისის ვიზიტის დროს დაიწყება.

დატოვე კომენტარი