ჩინეთის პრეზიდენტი - აშშ-ის აგრესიის წინააღმდეგ დიდი ომი იმპერიალიზმის გაფართოებას შეეწინააღმდეგა და ახალი ჩინეთის უსაფრთხოება დაიცვა
ჩინეთის პრეზიდენტი - აშშ-ის აგრესიის წინააღმდეგ დიდი ომი იმპერიალიზმის გაფართოებას შეეწინააღმდეგა და ახალი ჩინეთის უსაფრთხოება დაიცვა

აშშ-ის აგრესიის წინააღმდეგ დიდი ომი იმპერიალიზმის გაფართოებას შეეწინააღმდეგა და ახალი ჩინეთის უსაფრთხოება დაიცვა, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, „ჩინეთის სახალხო მოხალისეების“ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში შესვლის 70 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

სი ძინპინის თქმით, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ძალებმა შეიარაღებული მტრის დასამარცხებლად ერთობლივად იმუშავეს, დაანგრიეს აშშ-ის ჯარის დაუმარცხებლობის მითი და 1953 წლის 27 ივლისს უკიდურესად ამპარტავანი აგრესორები აიძულეს, ხელი მოეწერათ ზავის ხელშეკრულებაზე.

სი ძინპინის განცხადებით, ვერც ერთი იმპერიალისტი ვერ ბედავდა რაიმე სახის მცდელობას, ახალი ჩინეთის ტერიტორიაზე ძალით შეჭრილიყო, რადგან ახალი ჩინეთი ნამდვილად მტკიცედ იდგა.

„ნებისმიერი ქვეყანა ან ნებისმიერი არმია, რაც უნდა ძლიერი იყოს, ნამდვილად შეხვდება დარტყმებს და სისხლჩაქცევებს, თუ ის საერთაშორისო განვითარების ტენდენციას ეწინააღმდეგება, აშინებს სუსტს ძლიერი ძალით, ჩართულია აგრესიაში ან ექსპანსიაში. ომმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სამართლიანობა ნამდვილად გაბატონდება ძალაზე და მშვიდობიანი განვითარება ისტორიის დაუძლეველი ტენდენციაა“, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.