ჩინეთის პრეზიდენტი - ახალ ერაში ჩინეთ-საფრანგეთის ურთიერთობებს დიდი შედეგის მიღწევა შეუძლია
ჩინეთის პრეზიდენტი - ახალ ერაში ჩინეთ-საფრანგეთის ურთიერთობებს დიდი შედეგის მიღწევა შეუძლია

ახალ ერაში ჩინეთ-საფრანგეთის ურთიერთობებს დიდი შედეგის მიღწევა შეუძლია,- ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა პეკინში ფრანგ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.

სი ძინპინის თქმით, ორმხრივ მოგებაზე ორიენტირებული პრინციპით, ჩინეთი საფრანგეთთან მჭიდრო კავშირს სხვადასხვა სფეროში დაამყარებს, რაც „სარტყელისა და გზის“ ინიციატივასთან იქნება შესაბამისობაში.

ჩინეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით პეკინი საფრანგეთთან თანამშრომლობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და პრიორიტეტი მსოფლიო სტაბილურობის ხელშეწყობა იქნება.

თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „სარტყელისა და გზის“ ინიციატივაში აქტიურ როლს ითამაშებს. ჩინეთის გლობალურ ინიციატივაზე ისაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტმა სტუდენტებთან, ბიზნესმენებთან და მეცნიერებთან შეხვედრაზე.

„უძველესი აბრეშუმის გზა არასდროს ყოფილა მხოლოდ ჩინური. გზები ერთმანეთთან ზიარდება და ვერ იქნებიან ცალმხრივი“, – აღნიშნა მაკრონმა.