ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ტაივანის გამოყოფის მცდელობების ჩასახშობად ქვეყანამ სამხედრო ძალები გამოიყენოს
ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ტაივანის გამოყოფის მცდელობების ჩასახშობად ქვეყანამ სამხედრო ძალები გამოიყენოს

თუ მშვიდობიანი გაერთიანების შესაძლებლობა დაიკარგა, მაშინ ქვეყნის სამხედრო ძალები ყველაფერს გააკეთებენ სეპარატარისტული სცენარების თუ ქმედებების აღმოსაფხვრელად. ჩვენ ვერ დაგპირდებით, რომ ძალას არ გამოვიყენებთ და ვიტოვებთ ამ არჩევანის უფლებასაც, – ამის შესახებ ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ლი ჟანშუმ განაცხადა.

2005 წელს მიღებული კანონი ჩინეთს აძლევს ლეგიტიმაციას, ტაივანის მხრიდან გამოყოფის მცდელობის შემთხვევაში, სამხედრო ძალები გამოიყენოს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ჩინეთს ეს ლეგიტიმაცია წლებია აქვს, თუმცა, როგორც წესი, ამაზე პარტიის წარმომადგენლების მხრიდან საჯარო განცხადებები არ კეთდება.

ლის ჟანშუ ჩინეთი კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, მას ასევე სამხედრო მოღვაწეობის გამოცდილებაც აქვს.

„ჩვენ ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე და სეპარატისტულ ძალებს მკაცრად ვაფრთხილებთ, ეს გზა ჩიხში შეგიყვანთ, კანონისთვის წინააღმდეგობის გაწევა მკაცრად დაისჯება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დატოვე კომენტარი