ჩინეთის „ლუკოუს“ საერთაშორისო აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

14:12, 05.09.2018

ჩინეთის „ლუკოუს“ საერთაშორისო აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, Capital Airlines -ის კუთვნილი თვითმფრინავი ასაფრენ ზოლზე დაშვებისას China Eastern-ის ავიალაინერს ფრთით შეეჯახა. შედეგად, სერიოზულად დაზიანდა China Eastern-ის თვითმფრინავის კორპუსის წინა ნაწილი.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი