ჩინეთის ლიდერი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
ჩინეთის ლიდერი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

როგორც საქართველოში ჩინეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სალომე ზურაბიშვილს მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა.

„პატივცემულო არჩეული პრეზიდენტო, საქართველოს პრეზიდენტად თქვენს არჩევასთან დაკავშირებით, გიგზავნით ჩემს გულწრფელ მილოცვას. ჩინეთი და საქართველო ტრადიციული, მეგობრული პარტნიორები არიან, რომლებიც ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების იმპულსი შენარჩუნებულია, თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში განუხრელად ძლიერდება. მე ჩინურ-ქართული ურთიერთობების განვითარებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ვისურვებდი, ჩინეთ-საქართველოს მეგობრული თანამშრომლობის ახალ დონეზე აყვანას ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, რაც ორი ქვეყნისთვის და ერისთვის სარგებლის მომტანი იქნება. გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებას ამ მაღალ თანამდებობაზე მუშაობაში. ვუსურვებ თქვენს ქვეყანას კეთილდღეობას, მოსახლეობას კი, ბედნიერებასა და ჯანმრთელობას“, – ნათქვამია სი ძინპინის მისალოც წერილში.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.