ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან ორი ე.წ. იმპორტირებულია.

ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებული ლეტალური შედეგი ბოლო ერთ დღეში ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში არ დაფიქსირებულა.

16 მაისს, საავადმყოფოებიდან რვა ადამიანი გაწერეს. ბოლო ერთ დღეში ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში 12 ახალი ასიმპტომატური შემთხვევა გამოვლინდა.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ ქვეყნის კონტინენტურ ნაწილში საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 82 947 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 78 227 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 634 კი დაიღუპა.