ჩინეთის ხელისუფლების ლიდერი და რუსეთის პრეზიდენტი ავღანეთთან დაკავშირებით კოორდინაციის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
ჩინეთის ხელისუფლების ლიდერი და რუსეთის პრეზიდენტი ავღანეთთან დაკავშირებით კოორდინაციის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

ჩინეთის ხელისუფლების ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ავღანეთთან დაკავშირებით კოორდინაციის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

„ჩინეთი ავღანეთის საკითხზე მზადაა, გააძლიეროს დიალოგი რუსეთთან და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრებთან. ჩვენ ავღანეთის ყველა დაინტერესებულ მხარესთან ღია და ტოლერანტულ ურთიერთობაზე დამყარებული პოლიტიკური ჩარჩოს ჩამოყალიბებას ვაპირებთ“, – განაცხადა სი ძინპინმა და დაამატა, რომ ავღანეთში არსებული ყველა პოლიტიკური ძალა ტერორისტულ ორგანიზაციებს უნდა ჩამოშორდეს.

პუტინის განცხადებით, ავღანეთის სიტუაციის ამჟამინდელმა ცვლილებებმა აჩვენა, რომ გარე ძალების მიერ ინიცირებული ზოგიერთი პოლიტიკური მოდელის იძულებითმა პოპულარიზაციამ ზოგიერთ ქვეყანაში არ იმუშავა და ასეთ სახელმწიფოებს მხოლოდ განადგურება, კატასტროფა მოუტანა.