ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ტაივანის დამოუკიდებლობა ომს ნიშნავს
ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ტაივანის დამოუკიდებლობა ომს ნიშნავს

ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ტაივანის დამოუკიდებლობა ომს ნიშნავს. „ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ოფიციალურმა პეკინმა კუნძულის მახლობლად სამხედრო აქტივობა გაზარდა და სამხედრო ავიაციის პატრულირება დაიწყო.

„ჩვენ სერიოზულად ვეუბნებით ტაივანის დამოუკიდებლობის ძალებს: ვინც ცეცხლს ეთამაშება, ცეცხლშივე დაიწვება. ტაივანის დამოუკიდებლობა ომს ნიშნავს“, – განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ვუ ჩიენმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჩინეთი ტაივანს თავის სეპარატისტულ რეგიონად აღიარებს, თუმცა ტაივანის ხელმძღვანელობა თავს დამოუკიდებლად მიიჩნევს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა ტაივანის მიმართ. ვაშინგტონში პეკინის განცხადებებს სამწუხაროს უწოდებენ და აცხადებენ, რომ რეგიონში კონფრონტაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული.