ჩინეთის ხელისუფლება - ჰონგ კონგი ჩინეთის ტერიტორიაა და ეს სტატუსი მსჯელობის საგანი არ არის
ჩინეთის ხელისუფლება - ჰონგ კონგი ჩინეთის ტერიტორიაა და ეს სტატუსი მსჯელობის საგანი არ არის

ჰონგ კონგი ჩინეთის ტერიტორიაა და ეს სტატუსი მსჯელობის საგანი არ არის, – ეს განცხადება ჰონგ კონგში ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლობის ოფისში გააკეთეს.

ჩინეთის წარმომადგენლობის პრესსპიკერის თქმით, პეკინი დარწმუნებულია, რომ ჰონგ კონგის მთავრობას აქვს ნება და შესაძლებლობა, რაც შეიძლება მალე შეაჩეროს ძალადობა. მისივე თქმით, ჩინეთის მთავრობა „ხელებდაკრეფილი არ იჯდება, თუ ჰონგ კონგში არსებული ვითარება ჩინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას დაემუქრება“.

შეგახსენებთ, რომ ჰონგ კონგში ივნისიდან მოყოლებული საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას და დემოკრატიული რეფორმების გატარებას ითხოვენ.

ჰონგ კონგი დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლინიაა, რომელიც ამჟამად ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონია.