ჩინეთის ხელისუფლება აშშ-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს კორონავირუსის წარმოშობის საკითხის პოლიტიზება
ჩინეთის ხელისუფლება აშშ-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს კორონავირუსის წარმოშობის საკითხის პოლიტიზება

ჩინეთის ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, შეწყვიტოს კორონავირუსის წარმოშობის საკითხის პოლიტიზება.

აღნიშნულის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვან ვენბინმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეპიდემიის დაწყებიდან შეერთებულმა შტატებმა განახორციელა დაავადების წინაღმდეგ ბრძოლის პოლიტიზება, რომლის შემდეგ გახდა ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი დაავადებული და დაღუპულია. ამერიკელმა ხალხმა ამის გამო მაღალი ფასი გადაიხადა“, – აღნიშნა ვენბინმა.

მისი თქმით, მოცემულ ეტაპზე აშშ ფარული პოლიტიკური მიზნებისკენ ისწრაფვის და იყენებს სადაზვერვო სამსახურებს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ე.წ. გამოძიების ჩასატარებლად, რაც ძირს უთხრის საერთაშორისო თანამშრომლობას ამ სფეროში.

„შეერთებულ შტატებს ვურჩევთ საკუთარი მოსახლეობის, მთელი მსოფლიოს ხალხის სიცოცხლისა და ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, შეწყვიტოს პოლიტიკური მანიპულაცია და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს კორონავირუსის წარმოშობის მეცნიერული კვლევების გზას“, – აღნიშნა ჩინელმა დიპლომატმა.