ჩინეთის ელჩი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
ჩინეთის ელჩი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ჩინეთის ელჩი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

საფრანგეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჩინეთის საელჩომ გაავრცელა ორი სტატია, რომელშიც კორონავირუსის კრიზისის დროს დასავლეთის ქვეყნების მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო გაკრიტიკებული.

„ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლების მიერ საჯაროდ გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრება არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ხარისხს“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა.

ერთ-ერთ ბოლო პუბლიკაციაში, რომელიც საფრანგეთში ჩინეთის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამი იყო, რომ „დასავლეთის სახელმწიფოებმა პენსიონერები ხანდაზმულთა სახლებში მიატოვეს და სიკვდილისთვის გაწირეს.“

მანამდე, საფრანგეთმა ჩინეთიდან მილიონობით პირდადე შეუკვეთა, რათა ქვეყანაში არსებული დეფიციტი აღმოფხვრილიყო.