ჩინეთის ელჩი - ჩინეთი არის საქართველოს მესამე ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი და ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარი, ვცდილობთ ჩვენი წვლილის შეტანას საქართველოს განვითარებაში
ჩინეთის ელჩი - ჩინეთი არის საქართველოს მესამე ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი და ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარი, ვცდილობთ ჩვენი წვლილის შეტანას საქართველოს განვითარებაში

საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს მესამე ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია.

ჩინეთის ელჩმა ასევე ყურადღება გაამახვილა სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე.

„საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობებზე საუბრისას, მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ ვართ საქართველოს მესამე ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი და ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარი. ეს არის მცირე პროექტი, რომელიც საელჩომ განახორციელა. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი ძალისხმევა ჩავდოთ პირობების გასაუმჯობესებლად. ჩვენ ასევე ვცდილობთ ჩვენი წვლილის შეტანას საქართველოს განვითარებაში და ახლა გვსურს პროექტების განხორციელება იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გორში“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.