ჩინეთის ელჩი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის მხარდასაჭერად ჩინეთი რუსეთს შეიარაღებასა და საბრძოლო მასალას არ გაუგზავნის
ჩინეთის ელჩი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის მხარდასაჭერად ჩინეთი რუსეთს შეიარაღებასა და საბრძოლო მასალას არ გაუგზავნის

უკრაინაში ომის მხარდასაჭერად ჩინეთი რუსეთს შეიარაღებასა და საბრძოლო მასალას არ გაუგზავნის, – ამის შესახებ აშშ-ში ჩინეთის ელჩმა, ცზინ განმა „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ჩინელი დიპლომატის თქმით, პეკინი ყველაფერს გააკეთებს კრიზისის დეესკალაციისთვის.

აშშ-ში ჩინეთის ელჩის განცხადებით, დასავლეთის საჯარო დაგმობა კრიზისის მოგვარებას ვერ შველის და საჭიროა „კარგი დიპლომატია“.

პეკინმა უარყო გასულ კვირას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მზად იყო მოსკოვისთვის შეიარაღების მისაწოდებლად და მას „დეზინფორმაცია“ უწოდა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააფრთხილა თავისი ჩინელი კოლეგა სი ძინპინი, რომ თუ პეკინი მატერიალურ დახმარებას გაუწევს მოსკოვს, ამას „შედეგები“ მოჰყვება.