ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილს ტაიფუნმა „ბარიჯატმა“ გადაუარა
ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილს ტაიფუნმა „ბარიჯატმა“ გადაუარა

ჩინეთს ტაიფუნი „ბარიჯატი“ დაატყდა თავს. სტიქიამ ჩინეთის ჩრდილოეთში მდებარე გუანდონის პროვინციას გადაუარა.

ქარის სიჩქარე ეპიცენტრში 25 მ/წმ-ს აღწევდა. მეტეოროლოგების ცნობით, უახლოეს საათებში ჩინეთის ამ ნაწილში მოსალოდენელი ძლიერი წვიმა და ზოგიერთ რაიონში მეწყერი.

სტიქიის გამო ხელისუფლებამ 12 000 ადამიანის ევაკუაცია უკვე განახორციელა. შეწყვეტილია ბორნების მოძრაობაც.