ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში კორონავირუსის ადგილობრივი გადაცემის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა​
ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში კორონავირუსის ადგილობრივი გადაცემის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა​

კორონავირუსის ადგილობრივი გადაცემის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ერთ-ერთი შემთხვევა ჯილინის პროვინციაში დაფიქსირდა, სადაც ამ დრომდე ნაწილობრივი კარანტინი მოქმედებს, მას შემდეგ რაც გასულ კვირას ინფექციის ახალი კლასტერი გამოვლინდა.დანარჩენი ორი შემთხვევა კი მეზობელ ლაიონინგის პროვინციაში აღრიცხეს.

მთლიანად კი, ქვეყნის მასშტაბით გასული დღე-ღამის განმავლობაში 12 უსიმპტომოდ მიმდინარე შემთხვევა გამოვლინდა. ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში „კოვიდ-19“-ის 82 929 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 4 633 პაციენტი გარდაიცვალა.