ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა
ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა. როგორც „ბიბისი“ წერს, გირინის პროვინციაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მაისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის ამავე ნაწილში მდებარე ქალაქ შულანში ერთ-ერთმა ინფიცირებულმა 11 მოქალაქე დააავადა. შედეგად, შულანში კარანტინი გამოცხადდა. ქალაქიდან გასვლა სრულად აკრძალეს.

მოგვიანებით, კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა ქალაქ გირინში, სადაც ამ ეტაპზე უკვე აღრიცხულია 133 ინფიცირებული.

ჩინეთში შიშობენ, რომ გირინის პროვინცია შესაძლოა, ვირუსის მეორე ტალღის ეპიცენტრად იქცევა.