ჩინეთის ჩემპიონატის ახალი სეზონის დაწყება კორონავირუსის გამო გადაიდო
ჩინეთის ფეხბურთის ასოციაციამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო, ჩემპიონატის ახალი სეზონის დაწყება გაურკვეველი პერიოდით გადადო, – იუწყება ჩინეთის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი.
„ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში თანამონაწილეობის გამო, გულშემატკივრების, მედიის წარმომადგენლების, ფეხბურთელების, კლუბებისა და სტადიონების მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების დასაცავად, ჩინეთის ფეხბურთის ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის სეზონის დაწყება გადაიდოს.
ჩვენ გამოვთქვამთ ღრმა პატივისცემას მედიცინის მუშაკების მიმართ, რომლებიც თავდაუზოგავად ებრძვიან მოულოდნელად გაჩენილ ეპიდემიას“, – წერია ჩინეთის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში.