ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე ტაიფუნის გამო მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

16:50, 09.08.2026

ტაიფუნი „დელფინი“ ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს, სტიქიის გამო მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. მედიის ცნობით, ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექებმა ქვეყნის არაერთ რეგიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ამ დროისთვის ქარის სიჩქარე 151 კმ/სთ-ს აღემატება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი წვიმები ჟეჟიანგში, შანხაიში, ჩრდილოეთ ფუჯიანში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ძიანგსში, ცენტრალურ და სამხრეთ ანჰუიში და ძიანგსუს დიდ ნაწილში 10 აგვისტომდეა მოსალოდნელი.

სტიქიის გამო შანხაში დაახლოებით 1 500 ავიარეისი გაუქმდა.

როიტერსის“ ცნობით, „დელფინმა“ უკვე გადაუარა იაპონიის სამხრეთ ოკინავას პრეფექტურას, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა და 50 000-ზე მეტ შენობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

მსგავსი